რვა წლის ბექა ბანძელაძეს, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული, დიმიტრი შაშკინმა დიდი ხნის სურვილი აუსრულა - ბავშვს დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა სურდა, მან ამ სურვილის შესახებ თავის მოთხრობაშიც დაწერა.
,,მე ბედნიერი ვარ, რომ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს საშუალება მომეცა ამ ბავშვებთან მოვსულიყავი და პირადად მიმელოცა მათთვის. ინკლუზიური განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მთვარია ამ ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ’’ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
მე-200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 137 მოსწავლე სწავლობს, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. დიდი უმრავლესობა არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. სკოლაში სწავლობენ ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური პრობლემების მქონე ბავშვები.
მე-200 საჯარო სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის, პედაგოგები ინდივიდუალური სასწავლო გეგმითა და მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით, თვითმოვლასა და გარემოში ორიენტირებას ასწავლიან. ამ სკოლის პედაგოგები ხელს უწყობენ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.