”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამაში მონაწილე 100 - მდე ინგლისურენოვანი მასწავლებელი ქალაქ სიღნაღში სიღნაღობის დღესასწაულს დაესწრო. უცხოელი პედაგოგები ქართულ ტრადიციებს გაეცნენ და ქართული სამზარეულო დააგემოვნეს. ინგლისურენოვან მასწავლებლებთან ერთად დღესასწაულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძეც ესწრებოდა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა უცხოელმა პედაგოგებმა სიყვარულის ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობა დაათვალიერეს და ქალაქის ცენტრში გამართულ კონცერტს დაესწრნენ. მათ თავადაც მიიღეს მონაწილეობა ქართული კერძების ჩურჩხელების ამოვლებასა და მწვადის შეწვაში. გარდა ამისა, უცოხელები ქართული არყის გამოხდის ტრადიციას გაეცვნენ.
აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პედაგოგები, რომლებიც ქართველ პედაგოგებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში ინგლისურს ასწავლიან, ქართულ ტრადიციებს სისტემატურად ეცნობიან. პედაგოგთა მორიგი ჯგუფი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა, კახეთის რეგიონში გადანაწილდება.