3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, ხელოვნების აკადემიის რექტორმა ვალერიან შიუკაშვილმა, №31-ე სკოლის დირექტორმა მარინა ნიჟარაძემ და დიდუბე -ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანდრო ალავიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციაზე წლების განმავლობაში მუშაობს. მათი ჩართულობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობა სამინისტროს მთავარ მიზანს წარმოადგენს.
შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტებთან ერთად, მარჯანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ისინი თანადგომას გამოხატავენ იმ ბავშვებისადმი, ვისაც დახმარება სჭირდებათ.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ”ავერსი” და ბარამბო”. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 100 ბავშვს ისინი მედიკამენტებსა და ტკბილეულს გადასცემენ.
პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროსა და ქალაქის მერიის პატრონაჟით განხორციელდება.