შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, თბილისის 31-ე საჯარო სკოლის ინიციატივით, კ.მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა კონცერტი გამართა. კონცერტზე მოწვეულ 100 ბავშვს სპეციალური საჩუქრები ”ავერსისა” და ,,ბარამბოს” წარმომადგენლებმა გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
კონცერტზე ვალერიან შიუკაშვილი და ანსამბლი ,,გოგოჭურები”, ხალხური და კლასიკური მუსიკის სინთეზით წარსდგნენ, შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
კონცერტში პატარა მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ: ბავშვთა ანსამბლი ,,პატარა გეორგიკა”, ,,ბავშვთა კაპელა”, ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტები: ლილე ლექვინაძე, და ილია შერმადინი.
კონცერტისა და 3 დეკემბრის აქციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა ნიჟარაძე, დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, მაჟორიტარი დეპუტატები ანდრო ალავიძე და ალეკო ნიკოლაიშვილი.