საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, დავით კერესელიძესთან ერთად, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ახალ ხელოვნურსაფარიან მინიფეხბურთის მოედანზე გამართულ ამერიკულ ფეხბურთს დაესწრო. შეხვედრა ინგლისურენოვან პედაგოგებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შორის გაიმართა.
ღონისძიებას ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოელ მოხალისე პედაგოგები დაესწრნენ.
თამაშში მონაწილე ორივე გუნდის მოთამაშეებს სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა გადასცა.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი წარმატებული სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მოწოდებულია დააკმაყოფილოს სტუდენტების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებულ მაღალხარისხიან განათლებაზე, ასევე უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების რეალიზებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულება ხელს უნდა უწყობს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და, ზოგადად, სპორტის განვითარებას.