თბილისის №51 საჯარო სკოლაში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია მეორის აღსაყდრების 33 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენა „ძლევამოსილი ღვთისაგან“, რომელიც ასახავდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
საღამოს დაესწრო მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სფერთელაძე.
ლიტერატურულ წარმოდგენაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის უფროსკლასელები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყველა სკოლის მოსწავლე დალოცა.