განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორ ჯონ დესფორჯს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შორის სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა. ასევე 2011 წლის მარტში ინსტიტუტის პროფესორების საქართველოში ჩამოსვლა და იმ კვლევებში მონაწილეობის მიღება იგეგმება, რომელიც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ აშენებულ სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში განხორციელდება.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით საქართველოს მთავრობა დააფინანსებს ყველა მოქალაქეს რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტში მაგისტრატურაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს.
მასაჩუსეტსის ინსტიტუტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია საინჟინრო, სამეცნიერო და ტექნოლოგიური განხრით რაც საქართველოს განათლების სისტემაში პრიორიტეტულ სფეროებად ითვლება.