საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ქ.ჭიათურის №12 სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ. მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, სკოლას კომპიუტერი, ხოლო ბავშვებს - საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
გია მამულაშვილის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აპირებს კვლავაც გააგრძელოს საქველმოქმედო საქმიანობა და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ, ჭიათურის №12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დაუთმოს. სკოლაში ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობების 31 ბავშვი სწავლობს და მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ ისინი ახსოვთ და მათზე ზრუნავენ.
საქველმოქმედო აქცია განხორციელდა კომპიუტერული კომპანია "ალტას" და საბავშვო მაღაზია "ბაბილინას" მხარდაჭერით.