ამერკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს, ლორენს კრაინერს და IRI-ის ევრაზიის დივიზიონის ხელმძვანელს სტივენ ნიკსს შეხვდა.
მხარეებმა გამართულ შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მინისტრის განცხადებით ყველა ის დაპირება, რომელიც დემოკრატიის მეორე ტალღის ფარგლებში საზოგადოებისთვის იყო მიცემული შესრულებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებასაც ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახეს და დააფასეს განხორციელებული რეფორმები რადგან დემოკრატიული რეფორმები, არის პასუხი იმ აგრესიაზე რომელიც განხორციელდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.