ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ”მომავლის სახლის” აღსაზრდელებმა საჩუქრები მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე და ცენტრის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს ტკბილეული და საძერწი თიხა გადასცეს.
”მომავლის სახლში” სულ 30 ბავშვია და ისინი სხვადასხვა ხელობებს სწავლობენ, მათ შორის გამოყენებით ხელოვნებას, თექასა და ბატიკაზე მუშაობას. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი დავით კერესელიძესთან ერთად, პანტომიმის თეატრმა, კომპანია ”ჯეოსელმაც” მიულოცა. ამ დღეს ბავშვებს ”ჯეოსტარი 2008”-ის გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილიც ეწვია და მათთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა.