გრძელდება სკოლის მანდატურთა საქველმოქმედო აქციები. ამჯერად, მანდატურებმა კომპანიის „ტკბილი ქვეყანა“ წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა სახლ „ბავშვთა სოფელში“ მოზარდები მოინახულეს და წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
„ბავშვთა სოფელში“ 4 -დან 15 წლამდე 80 აღსაზრდელი ცხოვრობს. თითოეულ ბავშვს ერთობლივი აქციის ფარგლებში ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.
სკოლის მანდატურთა განცხადებით, მათი პირდაპირი მოავალეობაა მოზარდთა უსაფრთხოების დაცვა, მათთვის დახმარების გაწევა, განსაკუთრბულად მნიშვნელოვანი კი, სწორედ იმ ბავშვებზე ზრუნვაა, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება.
საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას მანდატურები მომავალშიც გააგრძელებენ.