პროექტში უსაფრთხო და ჯანმრთელი სკოლა ლიბერთი ბანკი აქტიურად 2010 წლის აპრილიდან ჩაერთო და დღეის მდგომარეობით ყველაზე წარმატებულია. პროექტის ფარგლებში ლიბერთი ბანკმა 30 000-მდე მოსწავლეს უკვე დაუმზადა მოსწავლის პლასტიკური ბარათი სკოლის ტერიტორიაზე სარგებლობისთვის. დღეის მდგომარეობით ლიბერთი ბანკმა პროექტი განახორციელა 50-მდე საჯარო და კერძო სკოლაში.
ლიბერთი ბანკის მოსწავლის ბარათით მოსწავლეები ახდენენ ანგარიშსწორებას სკოლის საკვებ პუნქტებში, ასევე იძენენ საკანცელარიო პროდუქციას მათი სკოლის ტერიტორიაზე.
პროექტის უსაფრთხო და ჯანმრთელი სკოლა ინიციატივით სკოლებში განლაგებულ საკვებ ობიექტებს უკვე ემსახურებიან წამყვანი კომპანიები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელი კვებისთვის. ბავშვები ასევე სწავლობენ და ეჩვევიან უნაღდო ანგარიშსწორებას თანამედროვე ტექნოლოგიებით. მოსწავლის ბარათით გადახდა მარტივია – უკონტაქტოდ, ბარათის პოს ტერმინალთან მიახლოებით ოპერაცია სრულდება წამებში. მოსწავლის ბარათის გამოყენებით მოსწავლე დაცულია თანხის დაკარგვისგან, რადგან ბარათის დაკარგვის შემთხვევაში თანხის დაბლოკვა ხდება მარტივად, ლიბერთი ბანკის 24-საათიანი საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით. მშობელი, რომლის ბავშვსაც აქვს აღნიშნული ბარათი დაცულია ბავშვის თანხის არამიზნობრივი გამოყენებისგან, ბარათი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტული სკოლის ტერიტორიაზე არსებულ საკვებ პუნქტებში და სავაჭრო ობიექტებში, მშობელს ასევე აქვს საშუალება მიიღოს შMშ-ბი და აკონტროლოს მოსწავლის ყოველი დანახარჯი შესაბამისი სერვისის გააქტიურებით. მოსწავლის ბარათზე თანხის შევსება შესაძლებელია რამდენიმე გზით: ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში მათ შორის მობილურ სერვის ცენტრებში (ლიბერთი ექსპრესი), სწრაფი გადახდის აპარატებით, ასევე თანხის გადარიცხვით ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან.
“საპილოტე პროექტი განხორციელდა 2010 წლის აპრილში, პირველი ასეთი სკოლა გახლდათ 51 საშუალო სკოლა, სადაც პროექტმა წარმატება მოიპოვა. რის შემდეგაც ჩვენ აქტიურად განვავითარეთ ის. დღეს ლიბერთი ბანკი არის ერთადერთი ბანკი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ბარათი გამოშვებული, და რომლის სისტემაშიც ჩართულია ყველაზე მეტი სკოლა. 2011 წელს ჩვენ განვაგრძობთ კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით.” – ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე არმენ მატევოსიანი
ლიბერთი ბანკი 2011 წლიდან გამოუშვებს მოსწავლის ბარათებს ახალი დიზაინით.