საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
დავით კერესელიძე და ცენტრის წარმომადგენლები საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ”საქართველოს კარიტასში” იმყოფებოდნენ, სადაც პატარებთან ერთად ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერეს.
”საქართველოს კარიტასის” აღსაზრდელები სხვადასხვა ხელობებს ეუფლებიან, მათ შორის ხეზე ჭედვას, ხატწერასა და თექაზე მუშაობას. დავით კერესელიძემ მათ წინასაახალწლოდ საჩუქრად საძერწი თიხა და ტკბილეული გადასცა.