შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უცხო ენების გაძლიერებულად სწავლება და სხვა.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმით დაინტერესდა და სრული ინფორმაცია დაგეგმილ სიახლეებზეც მოისმინა. მიროსლავ სილატიცკიმ დიმიტრი შაშკინს პოლონეთში ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით გამოცდილებები გაუზიარა.
ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეები, მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განახორციელებაზე შეთანხმდნენ, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ორ ქვეყანას შორის მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებსა და სასწავლო ვიზიტებს.