საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იტალიის ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალმა იტალიურ სკოლა ''ცისკარის'' მოსწავლეებსა და პედაგოგებს იტალიური ენის პედაგოგი მაიკლ ბიასილი წარუდგინეს. მაიკლ ბიასილი საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, იტალიის საელჩოს დახმარებით ჩამოვიდა და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს იტალიურ ენას შეასწავლის.
იტალიის საელჩო საქართველოში ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა სამინისტროს ინიციატივას და ხელი შეუწყო იტალიელ პედაგოგებს ჩართულიყვნენ პროექტში ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”.
პირველ ეტაპზე საქართველოს რამდენიმე სკოლაში შევლენ იტალიელი მასწავლებლები და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, იტალიურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან მოსწავლეებს. პროექტის ფარგლებში მომავალშიც იგეგმება იტალიელ პედაგოგთა ჩამოსვლა და საქართველოს იმ სკოლებში განაწილება, სადაც იტალიური ენა ისწავლება.