კონკურსი ეძღვნება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული ყველა სკოლის მოსწავლეები.
რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეები ნახატებს შექმნიან, ხოლო საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეები აღნიშნულ თემატიკაზე თავისუფალ თემებს დაწერენ.
პირველ ეტაპზე თითოეული სკოლა ორ კონკურსანტს გამოავლენს, ხოლო მეორე ეტაპზე სამ-სამ გამარჯვებულს რეგიონალური კომისიები შეარჩევენ. კონკურსის ფინალისტები კი, 25 თებერვლს გახდებიან ცნობილნი. გამარჯვებულებს სპეციალური წამახალისებელი პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ასევე დაჯილდოვდებიან წარმატებულ მოსწავლეთა სკოლებიც.
კონკურსის მიზანია ფართო საზოგადეობისთვის ის ემოციები გახდეს ცნობილი, რაც ბავშვებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში განიცადეს.