დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო მზადაა ყველას პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს. საზოგადოებრივ დარბაზში უკვე გაწევრიანდნენ უმრავლესობის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, კერძო სკოლების ასოციაციის, განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების, განათლების პროფესიული სინდიკატისა და სხვადასახვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საზოგადოებრივივ დარბაზის საქმიანობაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და ექსპერტები.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის გადაწყვეტილება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირისა და განათლებაზე მომუშავე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო. 5 თებერვალს დიმიტრი შაშკინმა მათთან სპეციალური შეხვედრა გამართა და ყველა ის საიხლე გააცნო, რაზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ ეტაპზე მუშაობს და 2010-2011 წლებში განახორციელებს. საუბარი შეეხო სკოლებში გასატარებელ ცვლილებებს, პროფესიული დონის ასამაღლებლად მასწავლებელთა სერტიფიცირებას, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სახელმძღვანელოების დახვეწას, უსაფრთხო სკოლების შექმნასა და ა.შ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დიმიტრი შაშკინი თითოეული მონაწილის ხედვას გაეცნო და ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.