განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის პედაგოგები ნოთინგჰემში ორკვირიანი სასწავლო კურსის გასავლელად გაგზავნა. 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე მასწავლებლები ინგლისურ ენასა და სწავლების მეთოდებში ინტენსიურ ტრენინგებს გადიოდნენ. ლექციები New College Notingham-ში ტარდებოდა. საქართველოდან დიდ ბრიტანეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ინგლისურის, ბილოგიისა და ქიმიის მასწავლებლები ჩავიდნენ. ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგებს სპეციალური კურსი ჩაუტარდათ სახელწოდებით „მეცნიერება“, რაშიც ორივე საგნის სწავლების მეთოდები იყო გაერთიანებული.
ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლები სპეციალური სასწავლო კურსის მეშვეობით ინგლისში მოქმედ საგანმანათლებლო სისტემას გაეცნენ. დეტალურად განიხილეს სკოლებში დანერგილი თანამედროვე სწავლების მეთოდები კლასში მუშაობის პროცესში. ბრიტანელმა კოლეგებმა ქართველ მასწავლებლებს ყურადღება რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გაუმახვილეს: ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებისადმი, კლასში ჯგუფური მუშაობის პრინციპის დანერგვა (სხვადასხვა დავალებების ამოხსნა გაკვეთილზე მცირე ჯგუფებში), ონლაინ მასალების გამოყენება და ინტერნეტით მასალის მოძიების პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართვა, საკითხის დასმა და მისი განხილვა, სწავლების პროცესის გახალისება გონებრივი რუქებით, სპეციალური ილუსტრირებული დავალებების მომზადებით, ტესტებით, თამაშის მეშვეობით ჩატარებული გამოკითხვებით და სხვ.
ინგლისურის ენის პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარდათ სწავლების პროცესში IT ტექნოლოგიების დანერგვაში, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში. გარდა ამისა ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეებთან საკომუნიკაციო პროცესში უცხო ენის გამოყენებაზე. ბრიტანელმა სპეციალისტებმა ქართველ პედაგოგებთან უცხო ენის სწავლებისას ჯგუფური მუშაობის პრინციპის დანერგვაზე ისაუბრეს. მასწავლებლები გაეცნენ ადგილობრივ დიალექტებს. ტრენინგებზე დრო დაეთმო საგაკვეთილო თემების განხილვის მეთოდებს, დისკუსიებს, როლური თმაშებს, წყვილებში მუშაობასა და დაწყებით საფეხურზე ინგლისური ენის სწავლებას.
საქართველოდან ჩასულმა პედაგოგებმა ტრენინგების პარალელურად ადგილობრივი საჯარო სკოლაც დაათვალიერეს. მათ მოინახულეს შრომის კაბინეტი, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა ხელობას ეუფლებიან, კომპიუტერული ოთახი, რომლის მეშვეობითაც ბავშვები ონლაინ მუშაობის უნარებს ითვისებენ, ინტერნეტით საჭირო ინფორმაციის სწორად მოძიებას და მათ გამოყენებას საკუთარ პრეზენტაციებში, სპორტულიდ დარბაზი, ხელოვნების დარბაზი და საკლასო ოთხები.
ქართველი მასწავლებლები კემბრიჯშიც გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტი და კოლეჯები მოინახულეს, ასევე ინფორმაცია მიიღეს ადგილობრივი სწვალების სისტემის შესახებ.
ტრენინგები როგორც ბიოლოგიისა და ქიმიის, ასევე ინგლისურის პედაგოგებისთვის შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე ტარდებოდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს მასწავლებელთა პროფეისული განვითარების ეროვნულმთა ცენტრმა ქართვლი პედაგოგების ჯგუფი დიდ ბრიტანეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად უკვე მეორედ გააგზავნა.