2012 წლის მარტში, სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკაში იგეგმება „International Children’s’ Art Festival”-ის ჩატარება. სამიტში მონაწილე ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ 7-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ შექმნილი ორი ან სამი ნამუშევარი შემდეგი თემატიკის გარშემო: 1) ნამუშევარი-რომელშიც ასახული იქნება სურვილები და იმედები „მშვიდობიანი და უსაფრთხო მსოფლიოს“ (Peaceful and safer world) შექმნასთან დაკავშირებით. 2) ნამუშევარი (ნახატი), სადაც ასახული იქნება რეკომენდაციები და საჭიროებები ატომური ენერგიის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით (Peaceful uses of nuclear energy).
ნამუშევრის ტიპი: ნახატი ან პოსტერი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1999-2004 წლებში დაბადებულ, ეთნიკური უმცირესობის და ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბავშვებს.
ნამუშევარი უნდა მოთავსდეს კონვერტში და გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: 1408 Leerna B/D, 42. Jong-no l gil, Jongno-gu Scoul, Korea 110-755, შესაბამისი საელჩოს ოფიცრის მიერ შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად. კონვერტზე უნდა გაკეთდეს წარწერა: International Children’s Peace Art Festival
ნამუშევრის გაგზავნის ბოლო ვადაა: 2012 წლის 15 იანვარი;