2011წელს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტებით დაფინანსების აქამდე არსებული სისტემა პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების დაფინანსებით შეიცვალა. ძირითადი ყურადღება მიექცა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებების დაფინანსებას, დაფინანსების 80% მიმართული იქნა სწორედ ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჰუმანიტარული დარგებზე მხოლოდ 100%-იანი გრანტის მფლობელები დაფინანსდნენ, ხოლო 100%-იანი გრანტის მიღმა დარჩენილ სტუდენტებს სახელმწიფო აფინანსებს იმ შემთხვევაში თუ მათ მეოთხე საგნად ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები აქვთ ჩაბარებული.