”შვედურმა ინსტიტუტმა” შეიმუშავა ახალი სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ე.წ. ”ბალტიის ზღვის” რეგიონის პროგრამა (Baltic Sea region Program/Visby Program). პროგრამა მოიცავს 2010-2013 წლის სასწავლო წლებს სამაგისტრო დონეზე. სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში ”შვედური ინსტიტუტი” აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევის და შვედეთში მგზავრობის ხარჯებს.
განაცხადების შეტანა შვედურ უმაღლეს სასწავლებლებში ხდება 1 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე ვებ გვერდის www.universityadmissions.se მეშვეობით, სადაც მოცემულია შვედური ინსტიტუტებისა და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.
აღნიშნულ ვებ-გვერდზე აპლიკაციის შეტანის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია განაცხადის გაკეთება ”ვისბის პროგრამის” სტიპენდიის მოსაპოვებლად. დეტალური ინფორმაცია შვედეთში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების პროცედურის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე www.studyinsweden.se.
გარდა სამაგისტრო პროგრამისა ”შვედური ინსტიტუტი” სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სადოქტორო პროგრამებზე, იხილეთ შემდეგი ლინკი