პოლონურ- ამერიკული თავისუფალი ფონდისა და პოლონურ - ამერიკულ ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის 2012/2013 სასწავლო წლისთვის
პოლონურ- ამერიკული თავისუფალი ფონდისა და პოლონურ - ამერიკულ ფულბრაიტის კომისია აცხადებენ ღია კონკურსს ლეინ კირკლენდის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდია განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს უმაღლესი განათლება და დაინტერესებულია დემოკრატიის განვითარებით და სურს სოციალური და პოლიტიკური კუთხით პოლონეთის გამოცდილების გაზიარება. სტიპენდია მოიცავს 2 სემესტრიან სასწავლო კურსს პოლონეთის უმაღლეს სასწავლებელში, ასევე რამოდენიმე კვირიან პროფესიულ სტაჟირებას პოლონეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში.
პრიორიტეტუილი მიმართულებებია: ეკონომიკა და მენეჯმენტი, ადმინისტრირება და მენეჯმენტი, სამართალმცოდნეობა, სოციალური მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია), პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები, განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა ამა წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი: kirkland.edu.pl