29.02.2012
ესტონეთის სახელმწიფოს სტიპენდიის პროგრამამ
2012-2013 აკადემიური წლისთვის
გამოყო 2 სტიპენდია სასწავლო გაცვლით სამაგისტრო და სადოქტორო
პროგრამებზე.
სტიპენდია გაიცემა 10 თვის განმავლობაში
2012
წლის სექტემბრიდან 2013 წლის ივლისამდე და არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის
მიღებას. ამ შემთხვევაში აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდის ჩაბარება
და სწავლის გადასახადის გადახდა.
სტიპენდია ფარავს ერთი პიროვნების
ცხოვრების ხარჯებს და არ ითვალისწინებს ოჯახის წევრების ხარჯების დაფარვას. მგზავრობის
ხარჯები აპლიკანტებმა თავად უნდა უზრუნველყონ.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია
- სააპლიკაციო ფორმა (გადმოიწერეთ
ვებ გვერდიდან);
- მოკლე ბიოგრაფიული
ცნობები (CV)
- სარეკომენდაციო
წერილი (უნივერსიტეტიდან ან დამქირავებლისგან)
- ცნობა
სასწავლებელი ადგილიდან
- დეტალური
სამუშაო გეგმა ესტონეთში მომავალი სწავლასთან ან კვლევასთან დაკავშირებით
- დიპლომისა
და ნიშნების ფურცლის (დიპლომის დანართის) ნოტარიულად დამოწმებული ასლები
- მოწვევის
წერილი ესტონეთის მიმღები უნივერსიტეტიდან
- ინგლისური
ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და ორ
ეგზემპლარად. აპლიკანტმა მიმღებ უნივერსიტეტს უნდა აცნობოს, რომ მისი კანდიდატურა წარდგენილია სტიპენდიაზე ქვეყნებს
შორის ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე.
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2012
წლის 15 აპრილამდე
საკონტაქტო
პირი: თამარ მერაბიშვილი-უმაღლესი განათლების განვითერების
სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ტელ: 2318940 (1132); ელ-ფოსტა: tmerabishvili@mes.gov.ge
დამატებითი
ინფორმაცია და უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ დანართში