ახალი ლაბორატორია TEMPUS -ის პროექტის ”სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში” (SALiS) ფარგლებში შეიქმნა და მიზანად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და სასწავლო პროცესში ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების ჩართვას. პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვლევაზე დაფუძნებულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, როგორც თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომების ერთ-ერთ საფუძველს ბუნებისმეტყველების სწავლებაში, საბუნებისმეტყველო კონცეფციების უკეთ შეცნობისა და ბუნებისმეტყველების არსის გაგების მიზნით.
განათლების სფეროში მიმდინარე ინოვაციების ასათვისებლად, პროექტი ტრენინგების საშუალებით მასწავლებლებისთვის ბუნებისმეტყველების სწავლების სიახლეების დანერგვას ითვალისიწნებს. მიზნის მისაღწევად თითოეული მონაწილე ინსტიტუციისთვის შეიქმნა საბუნებისმეტყველო მასწავლებლების სატრენინგო მოდული. ტრენინგები ჩატარდება კვლევაზე დაფუძნებით. მოდული შესაძლებელს გახდის სტუდენტთა და მოსწავლეთა სწავლების გაძლიერებას, ლაბორატორიული სამუშაოების წარმართვას ინოვაციური მიდგომებით ( მაგალითად, კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგიები, ან ჯგუფური სწავლება ლაბორატორიებში).
SALiS-ის კონსორციუმი, რომლის მონაწილე მოლდავეთის, ისრაელის, საქართველოს, გერმანიის, ირლანდიისა და ბულგარეთის უნივერსიტეტები არიან, ერთობლივად ანვითარებს სატრენინგო კურიკულუმს, სასწავლო მოდულებს, მასალებს და კონცეფციას, თუ როგორ უნდა დაინერგოს ეს სიახლეები ტრადიციულ და იაფ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორიული სამუშაოების საშუალებით.
ვინაიდან შესაბამისი საშუალებები საბაზისო დონეზე ხელმისაწვდომია ყველა SALiS-ის პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნისთვის, პროექტი ეხმარება ექვსი ბენეფიციარი ინსტიტუციის აკადემიური სფეროს გაძლიერებას პერსონალის ტრენინგისა და სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვის მეშვეობით. პროცესი ევროკავშირის პარტნიორ დაწესებულებებშიც ხელს შეუწყობს სწავლების უნარების და სატრენინგო მოდულების განვითარებას. შექმნის საბუნებისმეტყველო განათლების გაუმჯობესების საფუძველს ბევრ სკოლაში, რაც საზოგადოების ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარებისთვის აუცილებელია.
პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია და მასში სხვადასხვა ქვეყნის ათი უნივერსიტეტი მონაწილეობს.