კორეის ფონდის (KF) ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება კორეული ენის შესწავლის პროგრამა 2013 Korea Foundation Fellowship for Korean Language Training, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კორეული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს (სტუდენტებს, მასწავლებლებს, მკვლევარებს, სხვა).
პროგრამის ხანგრძლივობაა 6 თვე. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით საქართველოსთვის გამოყოფილია ორი ადგილი. სწავლება წარიმართება ინგლისურ ენაზე. მიმწვევი მხარე ფარავს კორეაში სწავლებისა და განთავსების ხარჯებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ა.წ. 31 ივლისამდე შევსებული საგანაცხადო ფორმა გააგზავნოთ ელ-ფოსტის მეშვეობით: language@kf.or.kr, ხოლო საგანაცხადო დოკუმენტების დედანი უნდა მიეწოდოს კორეის ფონდს შემდეგ მისამართზე: 10 იპლომატიც ჩენტერ უილდინგ, 2558 Nambusunhwanno, Seocho-gu, Seoul, 137-863, Korea.
კორეის ფონდის მიერ საქართველოსათვის ასევე გამოყოფილია 4 ადგილი Postdoctoral Fellowship პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ხანგრძლივობაა 1 წელი. გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმა.