Erazmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსდება მობილობა (ერთი ან მეტი სემესტრის გატარება) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.
საბუთების მიღების ბოლო ვადა 2012 წლის 10 ოქტომბრამდეა.
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: www.alrakis.eu