საფრანგეთის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ დაიწყო უცხოელი კანდიდატების შერჩევა მართვის ეროვნული სკოლის (ENA) საერთაშორისო ციკლისთვის.
- გრძელვადიანი საერთაშორისო ციკლის (CIL-16/18 თვე) ამოცანაა ევროპული მიზნების საფუძვლიანი შესწავლა და ფრანგული ადმინისტრაციის გაცნობა;
- დახელოვნების საერთაშორისო ციკლი (CIP- 8/11 თვე- 4 000 ევრო) უკვე გამოცდილ მოხელეებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ სახელმწიფო მართვის ყველა ასპექტი საფრანგეთსა და ევროპაში;
- რეგიონალური მართვის ინსტიტუტების საერთშორისო ციკლი (CIRA- 8 თვე - 4000 ევრო) მოხელეებს საშუალებას აძლევს სახელმწიფოს ცენტრალურ და ტერიტორიულ ადმინისტრაციებსა და სამსახურებში მმართველი კადრის ფუნქციები და პასუხისმგებლობები შეასრულონ.
ეს სასწავლო კურსი ეხება როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მოხელეებს, რომლებიც კარგად ფლობენ ფრანგულ ენას.
მგზავრობისა და ბინადრობის ხარჯებს იხდის სტუდენტი, თუ მას თავისი სახელმწიფო არ მიანიჭებს სტიპენდიას.
2013 წლის 12 იანვრამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულ თანმამშრომელთა სიას გადასცემს საფრანგეთის საელჩოს.
ჩაწერის დოსიე შეგიძლიათ აიღოთ საელჩოს თამნამშრომლობისა და კულტურის სამსახურში. კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის ეროვნული სკოლის მიერ ორგანიზებული შესარჩევი ზეპირი და წერითი გამოცდები თბილისში საფრანგეთის საელჩოს დახმარებით.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის ატაშეს ანაის შამბონს შემდეგ მისამართზე: anais.chambon@diplomatie.gouv.fr ან ეწვიონ მართვის ეროვნული სკოლის საიტს: http://www.ena.fr/index.php?/fr/formation/Cycles-internationaux