ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX – International Research and Exchange Board) აცხადებს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამას.
პროგრამა საშუალებას აძლევს ევრაზიის ქვეყნების სტუდენტებს ისწავლონ ერთი აკადემიური წლის განმავლობაში აშშ-ის უნივერსიტეტში ან კოლეჯში. მონაწილეთა შერჩევა ეფუძნება ღია კონკურსის პრინციპს.
პროგრამის მოთხოვნათა დამაკმაყოფილებელი ყველა აპლიკაცია განხილული იქნება აკადემიკოსების, რეგიონალური ექსპერტებისა და პროგრამის კურსდამთავრებულთა ორენოვანი პანელის მიერ. შერჩეულ ნახევრაფინალისტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება ამერიკელ აკადემიკოსთა, პროგრამის კურსდამთავრებულთა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთან შემდგარი ორენოვანი კომისიის მიერ. ნახევარფინალისტები ასევე ჩააბარებენ TOEFL- ს (Test of English as a Foreign Language) 2013 წლის დასაწყისში. პროგრამის ფინალისტებისა და ალტერნატივების შერჩევა მოხდება თავდაპირველი აპლიკაციის განხილვის, გასაუბრების შედეგებისა და ტესტირების ქულების საფუძველზე.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა არის 14 იანვარი (17:00). აპლიკაციების ჩაბარება შესაძლებელია როგორც ელექტორნულად, ასევე IREX საქართველოს ოფისსში.აპლიკაციის ფორმა და საინფორმაციო ბროშურა იხილეთ თანდართულ ფაილში