იტალიის საელჩო საქართველოში გაწვდით ინფორმაციას იტალიის ენისა და კულტურის სერთაშორისო კურსზე დასასწრებად მილანის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი 60 სტიპენდიის შესახებ. კურსები ჩატარდება ორჯერადად გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე. თითო კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას:
კურსები განკუთვნილია 18-დან 40 წლამდე უცხოელებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ იტალიურ ენას (ენის ცოდნის მინიმალური დონე B1).
სტიპენდიის შესახებ მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს კურსების სამდივნოს:
სტიპენდიაში შედის ყველა გაკვეთილზე დასწრების, კვებისა (ორშაბათიდან პარასკევამდე) და ცხოვრების ხარჯები (შაბათ-კვირის ჩათვლით). სტიპენდიის მიერ დასაფარი იქნება ჩარიცხვის გადასახადი (100 ევრო), მგაზავრობის და შაბათ-კვირის კვების ხარჯები. სტიპენდია ასევე არ მოიცავს არასავალდებულო კულტურული ღონისძიებების გადასახადებს.
შეტყობინების ელექტრონული ვერსია, როგორც იტალიურ, ასევე ინგლიუსრ ენებზე, მოცემულია შემდეგ ვებ მისამართზე: http://www.calcif.unimi.it/bando.html