საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში
შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების
2013 წლის კომისია
აცხადებს
კ ო ნ კ უ რ ს ს
შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკალური, კინო, სახვითი და თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება:
ა) ხელოვნების დარგში – ლიტერატურის, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;
ბ) მეცნიერების დარგში – მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში;
გ) ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, რომელმაც საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შესაბამისი დარგის განვითარებაში.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს შვიდისა, თითოეული 15 000 ლარის ოდენობით.პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, ენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო.
საქართველოს ეროვნულ პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში:
მხატვრული ლიტერატურა, მუსიკალური, კინო, სახვითი და თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, ტელევიზია, პუბლიცისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა, ტექნიკა.
საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება:
ა) ხელოვნების დარგში – მაღალმხატვრული ნაწარმოებისათვის, რომელიც ასახავს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, ნერგავს თავისუფლებისა და მომავლის რწმენას და მოპოვებული აქვს საერთო ეროვნული აღიარება;
ბ) მეცნიერების დარგში – მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების, ქვეყნის სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა არა უმეტეს ათისა, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით.
პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, ენიჭება საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება და გადაეცემა საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომი, ვერცხლის მედალი და ფულადი ჯილდო.
შოთა რუსთაველის სახელობის და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი:
ა) შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად პრეტენდენტთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო - სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში და აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და კომპეტენცია;
ბ) პრემიების მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილი იქნას პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად; პირი შეიძლება ერთდროულად წარდგენილ იქნას ორივე პრემიის მოსაპოვებლად;
გ) პრემიების მოსაპოვებლად წარდგენილი პრეტენდენტი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;
დ) კონკურსებში ლიტერატურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ; მუსიკალური, სახვითი, თეატრალური, კინოხელოვნებისა და სატელევიზიო ნაწარმოების წარდგენა მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, კინოთეატრებში, პრესისა და რადიო-ტელევიზიის საშუალებებით; არქიტექტურის ნაწარმოებისა - მხოლოდ ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ; მეცნიერების დარგში - მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ;
ე) გარდაცვლილ შემოქმედს და/ან მეცნიერს პრემია ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილი იყო სიცოცხლეშივე, ან მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები;
ვ) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების ხელმეორედ წარდგენა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) ტექნიკური მიზეზების გამო არ იქნა დაშვებული საკონკურსოდ;
ზ) კონკურსებში ავტორთა კოლექტივების წარდგენისას დასაშვებია წარდგენა არა უმეტეს 4 პრეტენდენტისა, გამარჯვების შემთხვევაში მათზე ფულადი ჯილდო ნაწილდება თანაბრად.
კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
გადაწყვეტილების მიღების წესი:
საკონკურსო განაცხადებისა და თანდართული მასალების მიღების ვადები:
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ: თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტელ. 299 03 06