იტალიის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ მილანის პოლიტექნიკური კონსორციუმის „POLI.design”-ის მიერ ორგანიზებულ რუსულენოვან ვორკშოპზე დასასწრებად გამოყოფილია 10 სტიპენდია, რომელიც გულისხმობს კურსზე ჩარიცხვის ხარჯების ნაწილობრივ დაფარვს. ვორკშოპის სახელწოდებაა HoReCa Design - ინოვაციური გასართობი ადგილების დამუშავება, პროექტირება და დიზაინი.
ვორკშოპი თემაზე გასართობი ადგილების, სასტუმროების ლაუნჯ ბარებისა და რესტორნების დაპროექტება. დამუშავება და მოწყობა ჩატარდება ქ. მილანში 2013 წლის 2-8 აპრილს. აღნიშნული კურსი განკუთვნილია არქიტექტორებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისათვის და ამ სფეროში მომუშავე პირთათვის.
ვორკშოპზე ჩარიცხვის გადასახადი შეადგენს 2.000 ევროს, რომელსაც ემატება დღგ-ს 21%. სტიპენდიანტები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შედეგ ვებგვერდზე www.designexperience.ru
შესაძლებელია დაკავშირება ასევე ტელეფონით + 39 02 23997221
ან ელ.ფოსტით poli@designexperience.ru.
სტიპენდიაზე მოთხოვნები უნდა გაიგზავნოს 2013 წლის 1 მარტამდე. ზემოთ აღნიშნული ვებგვერდის საშუალებით.