ესტონეთის სახელმწიფოს სტიპენდიის პროგრამამ 2013-2014 აკადემიური წლისთვის გამოყო სტიპენდიები სასწავლო გაცვლით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა 1-10 თვის განმავლობაში 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივლისამდე და არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მიღებას. ამ შემთხვევაში აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდის ჩაბარება და სწავლის გადასახადის გადახდა.
სტიპენდია ფარავს ერთი პიროვნების ცხოვრების ხარჯებს და არ ითვალისწინებს ოჯახის წევრების ხარჯების დაფარვას. მგზავრობის ხარჯები აპლიკანტებმა თავად უნდა უზრუნველყონ.
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2013 წლის 12 აპრილამდე.
საკონტაქტო პირი: თამარ მერაბიშვილი - უმაღლესი განათლების განვითერების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
ტელ: 2318940 (1132); ელ-ფოსტა: tmerabishvili@mes.gov.ge
დამატებითი ინფორმაცია და უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ დანართში:
http://www.studyinestonia.ee/study/scholarships/bilateral-agreements/georgia