საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების” პროგრამის „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განსაზღვრულია საინტერესო ინიციატივების დაფინანსება. დაიწყო ინიციატივების მიღება უშუალოდ სკოლებიდან და იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან განათლების სფეროთი და აქვთ შესაბამისი გამოცდილება.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო შეარჩევს და დააფინანსებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული პროექტებს, რომელიც დაკავშირებული იქნება სასწავლო პროცესთან და აამაღლებს მოსწავლეების სასკოლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს და მოტივაციას.
ინიციატივის წარმოდგენის ფორმა
თანაბარკონკურენტული პირობების შექმნის მიზნით, ყველა ინიციატივა წარმოდგენილი უნდა იყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით (დანართი). წინააღმდეგ შემთხვევაში, ინიციატივის განხილვა არ მოხდება. სამინისტროში ინიციატივების წარმოდგენა უნდა მოხდეს ოფიციალურად წერილობითი ფორმით. ინიციატივების წარმოდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ვადები შეზღუდული არ არის.
ინიციატივების განხილვა
წარმოდგენილი ინიციატივები შეგროვდება ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოში, რომელიც შეკრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მუდმივმოქმედ კომისიას. კომისია დაკომპლექტდება სამინისტროს თანამშრომლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის კონკრეტული წევრი ინიციატივის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
ინიციატივის განხილვისას კომისია იხელმძღვანელებს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით:
კომისია მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას განხილული ინიციატივის დაფინანსების მიზანშეწონილობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ინიციატივის დაფინანსების შესახებ.
გამარჯვებული დაწესებულებისთვის თანხის ანაზღაურება მოხდება ხელშეკრულების საფუძველზე. დაფინანსებული მხარე ვალდებულია სამინისტროს წარმოუდგინოს განხორციელებული აქტივობის ფინანსური და პროგრამული ანგარიში.