ლატვიის რესპუბლიკის საელჩო წარმოგიდგენთ რიგის სამართლის სკოლის მიერ შემოთავაზებულ სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. პროგრამა ინგლისურენოვანია და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სამართალი, ბიზნესი, ლინგვისტიკა და დიპლომატია.
რიგის სამართლის სკოლა 2013-2014 საასწავლო წლისთვის უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს 2 სახის სტიპენდიას:
ა) 4 სრულ და 8 თანადაფინანსების პროგრამას ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის ბიზნეს სამართალსა და დიპლომატიაში; და ბ) ღია საზოგადოების ფონდის სტიპენდიებს საჯარო საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სპეციალობით, რისთვისაც განსაზღვრულია 7 სრული და 7 თანადაფინანსების პროგრამა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.rgsl.lv