აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან საერთაშორისო პროგრამას საჯარო სექტორის გერმანულენოვანი 20-მდე ახალგაზრდა კადრისთვის აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
კოლეჯი საშუალებას აძლევს მონაწილეებს ეფექტური მმართველობის თემასთან დაკავშირებით თავიანთი საქმიანობის სფეროში შეიმუშავონ და განახორციელონ საკუთარი პროექტი.
პროგრამა დაიწყება სამკვირიანი სემინარით ბერლინსა და ვარშავაში 2013 წლის 31 აგვისტოდან - 21 სექტემბრამდე და დაიხურება 2014 წლის აგვისტოში ბერლინში გამართული სემინარით.
სემინარის სამუშაო ენა არის გერმანული, თუმცა აპლიკანტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნაც.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა არის 2013 წლის 28 თებერვალი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. თანდართული დოკუმენტი.