იტალიის საელჩოს ინფორმაციით, 2013 წლის 15 აპრილს ტარდება გამოცდა IMAT (International Medical Admissions Test) 2013-2014 სასწავლო წლის მედიცინისა და ქირურგიის ინგლისურენოვან სამაგისტრო ერთიანი ციკლის კურსზე ჩასარიცხად.
აღნიშნული კურსის გავლა შესაძლებელია შემდეგ სასწავლებლებში:
გამოცდის ჩაბარების ადგილი, ტესტირების საათები (როგორც იტალიაში, ასევე საზღვარგარეთ) და ადგილების რაოდენობა მითითებულია იტალიის განათლების უნივერსიტეტებისა და კვლევის სამინისტროს 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანებაში (#109). აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვეგვერდზე:
http://www.consregsardegna.it/resoconti/resoconto.asp?idverbale=140193
გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად „უნივერსიტალის“ (Universitaly) ინტერნეტ პორტალზე შემდეგ ვებმისამართზე: http://www.universitaly.it/index.php/students/IMATregistration რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 20 მარტი.