კონკურს "ალიანტეს" უკვე 12 წლიანი ისტორია აქვს. კონკურსში ყოველწლიურად მონაწილეობენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები, რომელსაც 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ.
კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ნატოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხების შესახებ. საერთაშორისო კონკურსს საქართველო 2008 წელს შეუერთდა და ყოველწლიურად მასში 2000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს, ქართველმა მონაწილეებმა მრავალჯერ მოიპოვეს გამარჯვება საერთაშორისო ფინალზე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ კონკურსის ისტორიის განმავლობაში, 2010 წელს პირველად ჩატარდა საერთაშორისო ფინალი ნატოს არაწევრ ქვეყანაში - საქართველოში. ფინალი გაიმართა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, სადაც იმყოფებოდა კონკურსის 100-მდე მონაწილე - ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან.
პირველი ეტაპი- მონაწილეები ინტერნეტის საშუალებით პასუხობენ კითხვებს;
მეორე ეტაპი- მონაწილეები წერენ ნაშრომებს ნატოსა და უსაფრთხოების თემატიკაზე;
მესამე ეტაპი- მონაწილეები გადიან გასაუბრებას და ეროვნულ ფინალს საქართველოს სამხედრო ბაზაზე;
მეოთხზე ეტაპი - იმართება საერთაშორისო ფინალი, რაც გულისხმობს, რომ ეროვნულ ფინალში გამარჯვებული გუნდები გაემგზავრებიან შვედეთში საერთაშორისო ფინალზე.
საერთაშორისო ფინალში გამარჯვებულები კი გაემგზავრებიან შვედეთში საერთაშორისო ფინალზე.
საერთაშორისო კონკურსის ეროვნულ დონეზე წარმატებით განხორციელების მიზნით, ჟიური დაკომპლექტდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ,,ახალი თაობა -ახალი ინიციატივას“ წარმომადგენლების მიერ.
ჟიურის ფუნქციები მოიცავს: