ვენის დიპლომატიური აკადემია აცხადებს საზაფხულო კურსებს „გერმანული ენა და ქვეყანათმცოდნეობა“. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს გერმანული ენის სხვადასხვა დონის ოთხკვირიან ინტენსიურ კურსებსა და ავსტრიის პოლიტიკაზე, ისტორიასა და კულტურაზე ინფორმაციის მიღებას, საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსკურსიებს/ვიზიტებს. მსურველებს ასევე შეუძლიათ ვენის საერთაშორისო დიპლომის (ÖSD) აღება.
კურსი დაიწყება 2013 წლის 5 აგვისტოს და დასრულდება 2013 წლის 30 აგვიტოს.
კურსის საფასურისა და სხვა დამატებით დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:http://www.da-vienna.ac.at/de/programme/sommerkurs.
დარეგისტრირება შესაძლებელია 2013 წლის 1 ივნისამდე.