ევროკავშირის არა-წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ეძლევათ რუმინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. საინფორმაციო მასალები განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.edu.ro/index.php/articles/c371.
მასალები მოიცავს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: რუმინეთის ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა, რუმინეთის სახელმწიფო აკრედიტებული და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი, ევროკავშირის არა-წევრი ქვეყნების მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესები, სტიპენდიების მიღების პირობები, იმ უნივერსიტეტების სია, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ რუმინული ენის შემსწავლელ მოსამზადებელ კურსებს.
იხილეთ დანართი.