გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს შესაძლებლობას, ბერლინში რამდენიმე თვიანი პრაქტიკის ფარგლებში უშუალოდ გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო მმართველობის სისტემას.
პროგრამის მიზანია სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.
სტიპენდიანტებს შესაძლებლობა ექნებათ 15 კვირის განმავლობაში (1 მარტიდან 31 ივლისამდე) გაეცნონ ბუნდესტაგის პარლამენტარის ბიუროს საქმიანობას, დაესწრონ კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებს, მონაწილეობა მიიღონ სემინარებსა და ბერლინის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში.
კანდიდატების შერჩევა მათი საგნობრივი, სოციალური, ენობრივი და ინტერკულტურული კომპეტენციების საფუძველზე მოხდება გერმანიის პარლამენტის დამოუკიდებელი კომისიის მიერ ბერლინის უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მოთხოვნები:
- საქართველოს
მოქალაქეობა;
- უნივერსიტეტის დიპლომი;
- გერმანული ენის მაღალ
დონეზე
ცოდნა;
- ასაკი: 30 წლამდე (სტიპენდიის მიღების დროისთვის);
2014 წლისთვის საქართველოსათვის გათვალისწინებულია მინიმუმ ხუთი IPS-სტიპენდია. დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა გაგზავნონ ელექტრონულად (pdf ფორმატში) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში ელ-ფოსტაზე:info@tiflis.diplo.de. საბუთები უნდა გაიგზავნოს 2013 წლის 30 ივნისამდე.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართული ლინკების საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი დაუკავშირდით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში - კულტურის განყოფილება (ტელ: 2 44 73 00).