პროფესიული სწავლების ცენტრის “სპექტრი” და USAID – ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 9 სპეციალობის 183 კურსდამთავრებულმა ინტენსიური გადამზადების კურსები გაიარა. პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტები მომზადდნენ დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინჟინერთა კორპუსის სტანდარტებზე.
თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი “სპექტრი” მრავალპროფილიანი სახელობო სასწავლებელია, რომელშიც ამჟამად მომზადება-გადამზადების მოკლე და გრძელვადიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასურველ პროფესიას რვაასამდე სტუდენტი ეუფლება.
”სპექტრში” პრიორიტეტულია სამშენებლო პროფილის სპეციალობები – კალატოზი, დურგალი, მეფილე-მომპირკეთებელი, მებათქაშე, ელექტრომემონტაჟე, სანტექნიკოსი, გზის მშენებელი, გეოდეზისტი, ელექტროშემდუღებელი, მებეტონე-მეარმატურე და სხვა. გარდა ამისა, ცენტრში ისწავლება ავტომექანიკოსის, კონდიცირებისა და მაცივრების ტექნიკოსის, გარემოს უსაფრთხოების მონიტორინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საბუღალტრო, მდივან-რეფერენტის და სხვა სპეციალობები.
”სპექტრის”-ს კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლები არიან: სამშენებლო კომპანია ”აქსისი”; არსი, ინჟმშენი, არქიტრავი, ფირმები ”ბეკო”, ”L-პლიუსი”, ვუდსერვისი, აპექსსერვისი, საავეჯო კომპანია „შნო“, მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ”მობიტელი”, „მენაშენეთა ასოციაცია“. თბილავიამშენი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქის მუნიციპალიტეტის სამსახურები, თბილავიამშენი და სხვა.
პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, ცენტრის სრულ მატერიალურ-ტექნიკურ რეაბილიტაციაზე 1 463 000 ლარი ლარი დაიხარჯა.