ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ცამეტი წელია წარმატებით ახორციელებენ განათლების პროექტს საქართველოს რეგიონებში. კონკურსში შერჩეული სკოლები ამერიკელ ინგლისური ენის მასწავლებელთან იმუშავებენ 2014-2016 სასწავლო წლების განმავლობაში, ინგლისური ენის სწავლების დონისა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი (ახალგორის მუნიციპალიტეტის გარდა), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი (გარდა გორის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებისა), სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ქალაქი საჩხერე), სამეგრელო (აბაშის, სენაკის, მარტვილის და ხობის მუნიციპალიტეტები), რაჭა-ლეჩხუმი.
თუ თქვენი სკოლა არის ზემოთ აღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 26 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2014-2016 აკადემიურ წლებში გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა (ინგლისურ ენაზე), მასპინძელი ოჯახის განაცხადები (ქართულ ენაზე) და ფორმები მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #29ა, თბილისი, 0160 ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე education@ge.peacecorps.gov
მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში ან განათლების რაიონულ რესურს ცენტრებში.
სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 25 ოქტომბერი, 2013 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით განათლების პროგრამის ხელმძღვანელებს: ასმათ სიხარულიძეს (აღმოსავლეთი) ან თეო ნეფარიძეს (დასავლეთი) ტელეფონი: (0 32) 224 12 24; ფაქსი: (032) 239 91 06