22.10.2013
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“
ფარგლებში, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მასმედიის წარმომადგენლებს ის პროექტები გააცნო, რომელთაც
საფუძველი ხელისუფლების ცვლილებისთანავე ჩაეყარა და მათი განხორციელება სამინისტრომ
ეტაპობრივად დაიწყო. თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს ასევე გააცნო ცვლილებები, რომლებიც
უშუალოდ მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მის
მიმართ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.
განხორციელებული პროექტებია:
- უფასო სახელმძღვანელოები;
- სასკოლო
ტრანსპორტი;
- უფასო
ფაკულტეტები;
- უფასო
პროფესიული განათლება;
- სკოლის
პედაგოგთა, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის გაზრდილი ხელფასები.
ეს იყო ის ძირეული
ცვლილებები, რაც გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა და ამ დანერგილი სიახლეებით განათლება
ყველასათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
და მიმდინარეობს თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდში, კერძოდ (ზოგადი განათლება):
- მომზადდა ინკლუზიური განათლების სტრატეგია და 2013-2016
წლების სამოქმედო გეგმა;
- თბილისის ორ საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის
ინტეგრირებული კლასები გაიხსნა;
- 2013 სასწავლო წელს სამინისტრომ, 50 წლის შემდეგ პირველად,
უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეებისთვის
ბრაილის შრიფტით დაბეჭდა სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი;
- 2013 წლის ოქტომბრიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური მაწავლებლით
ან ფსიქოლოგით. წელს პირველად, სპეციალური
მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია
მიიღო და 2014 წლიდან ილიას უნივერსიტეტში
დაიწყებს ფუნქციონირებას;
- მიმდინაროებს მუშაობა ინკლუზიური განათლების ხელშემწყობ
ორ გზამკვლევზე;
- მიმდინარეობს
მუშაობა ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის“
სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ეროვნული მოდელის შექმნაზე. პროგრამა
სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებს (სოციალურად დაუცველი, ქუჩაში მცხოვრები
და მომუშავე ბავშვებს) საშუალებას მისცემს ინტეგრაცია მოახდინონ საგანმანათლებლო პროცესში;
- დასრულდა
სკოლების ინტერნეტიზაციის პროგრამა;
- შეიქმნა ბიბლიოთეკებისა და ბიბლიოთეკარის
სტანდარტი;
- გაიზარდა
საჯარო სკოლების დაფინანსება გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეული საჭიროებების, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობისა და სკოლის განვითარებისათვის
აუცილებელი კომპონენტების მიხედვით;
- პედაგოგების
სასარგებლოდ შეიცვალა სერტიფიცირების დანამატის გაცემის წესი, რაც გულისხმობს სერტიფიცირების
დანამატის გაცემას ჩატარებული საგაკვეთილო საათების პროპორციულად;
- განხორციელდა 600-ზე მეტი
სკოლის რეაბილიტაცია, 80- ზე მეტი სკოლის გაზიფიცირება და გათბობის საქვაბეების მოწყობა.
პროცესი გრძელდება. 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხრა ახალი
საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება;
- 2013
წლის აპრილიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური
ცენტრი გაიხსნა;
- მე-9 და მე-12 კლასების მოსწავლეებისათვის
შემუშავდა „პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის
დაგეგმვის კურსი” და სხვ.
პროფესიული
განათლება
- შემუშავდა პროფესიული განათლების განვითარებისა
(2013-2020 წლები) და პროფესიულ განათლებაში კერძო
სექტორის ჩართულობის სტრატეგია;
- გაუქმდა
საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელი ბარიერი და შემუშავდა პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის,
ჩარიცხვისა და დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი;
- დაიწყო ინკლუზიური პროფესიული
განათლების დანერგვა;
- მომავალი წლისათვის დაგეგმილია სასწავლო შენობებისა
და სახელოსნოების რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში მდებარე 4 კოლეჯში.
უმაღლესი განათლება
- სოციალური
პროგრამის ფარგლებში ბაკალავრების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით მილიონ
ნახევარი ლარით გაიზარდა;
- წელს პირველად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი
სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2011- 2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგებით;
- ამოქმედდა
სოციალური პროგრამა მაგისტრანტებისთვის;
- გაორმაგდა
სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებისთვის;
- პირველად
მოხდება დოქტურანტურის დაფინანსება;
- ამოქმედდა
ზაფხულის და ზამთრის
სკოლები;
- ამოქმედდა პროგრამა „ცოდნის კარი“ გაზრდილი ბიუჯეტით და სახეცვლილებით.
რაც
შეეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას, იმ რეფორმებმა, რომლებიც განათლების სექტორში წლების
განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სერტიფიცირების მიმართულებით
ჩატარდა, დადებითი შედეგი ვერ გამოიღო, სწორედ
ამიტომ, სამინისტრომ დაიწყო მუშაობა მასწავლებელთა განვითარების ახლებურ მიდგომებზე
და კომპლექსურ სქემაზე. შედეგად განისაზღვრა:
- მასწავლებლების პროფესიაში შესვლის ალტერნატიული გზები;
- მასწავლებლების კარიერული განვითარების საფეხურები;
- განვითარების საფეხურის შესაბამისი სამოტივაციო პაკეტები და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები;
- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი კარიერის განვითარების საფეხურების მიხედვით;
- მასწავლებლის ცოდნისა და უნარების შეფასების ინსტრუმენტები;
- შემუშავდა
მოდელის პროექტი, რომელიც ალტერნატიულ გზებს სთავაზობს მასწავლებლებს, მათ არა მხოლოდ კომპეტენციების ტესტით შემოწმების, არამედ, შეფასების და განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობები
ექნებათ. (ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა გარდამავალი
ეტაპის სტრუქტურირებაზე, რომ ყველა მასწავლებელს შეეძლოს ახალ სქემაში შესვლისას შეინარჩუნოს
ძველი სქემის ფარგლებში დაგროვილი კრედიტები და სერტიფიცირების შედეგები).