31.10.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს დახმარებით ახორციელებს ახალ პროექტს
- ინკლუზიური
განათლების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემაში.
ინკლუზიური პროფესიული განათლება სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალებას აძლევს შეიძინონ პროფესია შემდგომი დასაქმებისათვის. პროფესიული განათლების შეთავაზება წარმოადგენს მნიშვნელოვან
ინვესტიციას სახლემწიფოს მხრიდან, რათა განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირები გახდნენ
კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე. ინკლუზიური განათლების პროცესის დანერგვა საქართველოს
პროფესიული განათლების სისტემაში 2013 წლის იანვარში დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროს მიერ შექმნილია საკონსულტაციო
ჯგუფი, რომელშიც შედის არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თავად,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს
სამ თვეში ერთხელ წარედგინებათ ანგარიში ინკლუზიური
პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული
აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ჯგუფის წევრები წერილობით წარუდგენენ რეკომენდაციას განათლების სამინიტროს
პროცესის განხორციელებისას გასათვალისწინებელ საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან
ნატრიაშვილმა, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს ინკლუზიური
პროფესიული განათლების პროცესის მიმდინარეობის 6 თვის ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი იქნა გაკეთებული
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული ტესტირების შედეგებზე
და პროფესიული განათლების პროცესის დაგეგმვის საკითხებზე.
განხორციელებული აქტივობები:
- ჩამოყალიბდა ინკლუზიური
პროფესიული განათლების ერთიანი ხედვა;
- შეიქმნა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიულ განათლებაში ჩარიცხვის მექანიზმი. საშემოდგომო
მიღებაზე 10 პროფესიულ სასწავლებელში უკვე ჩაირიცხა 51 პირი;
- შემუშავდა დაფინანსების
ახალი მოდელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
პროფესიული განათლების 100% -ით დაფინანსებას ითავლისწინებს;
- განხორციელდა პროფესიულ
კოლეჯებში ადამიანური რესურსის გაძლიერება სპეციალური საგანმანათლებლო საჭირობის მქონე
პირთა პროცესში ეფექტურად ჩართვის მიზნით.
6 პროფესიულ სასწავლებელში 18 დამხამრე სპეციალისტი
(ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და ასისტენტები) დასაქმდა;
- დაიწყო პროფესიული სასწავლებლების
პედაგოგთა ტრენინგი ინკლუზიური პროფესიული განათლების საკითხებზე. განხორციელდა
ერთობლივი ტრენინგი პროფესიული სასწავლებლების კარიერის დაგეგმვის სპეციალისტების,
რესურსცენტრის თანამშრომლებისა და მულტიდიციპლინური
გუნდის წევრების მონაწილეობით;
- განხორცილედა ცნობიერების
ასამაღლებელი შეხვედრები დამსაქმებლებთან, პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან,
დამსაქმებელთა ასოციაციასთან ინკლუზიური პროფესიული განათლების საკითხებზე;
- მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, არსამთავრობო ორგანიზაციებთან
დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გათვალისწინების მიზნით;
- განხორციელდა 6 პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების ფიზიკური გარემოს შეფასება, რათა აღნიშნული დაწესებულებების
ფიზიკური გარემოს ადაპტირების პროცესში გათვალისწინებულ იქნას უნივერსალური
დიზაინის პრინციპები და შენობა გახდეს ხელმისაწვდომი ეტლით მოსარგებლე, უსინათლო და სმენის დარღვევის მქონე პირებისთვისაც
და სხვ.