განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ 250 მოსწავლეს ახალი წლის დადგომა მიულოცა და საახალწლო ნუგბარით დაასაჩუქრა.
მოწვეული მოსწავლეები დაწყებითი კლასების (I-IV) მოსწავლეებია და ისინი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან არიან.
ბავშვებს თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ უმასპინძლა, ხოლო მათ გართობაზე დიჯეიმ, ჯამბაზებმა და ანიმატორებმა იზრუნეს.