საქართველოს კინოცენტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტი „კინო სკოლაში“ განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ენახათ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული ფილმები, შეესწავლათ კინოსცენარის წერის თავისებურებები და თავად დაეწერათ მინი სცენარი. პროექტი 2014 წლის 17 მარტს დაიწყო და 2013-2014 სასწავლო წლის ბოლოს დასრულდა.
პროექტში ჩართული იყო 40 სკოლა (მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა), სადაც შექმნილი იყო კინო კლუბები. სკოლები შეირჩა მათ მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების განხილვის შედეგად. სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლაში სამი თვის განმავლობაში 480 კინოჩვენება გაიმართა, რომელსაც 5000-მდე მოსწავლე დაესწრო. დღეს, გორის კულტურის ცენტრში პროექტის დახურვა გაიმართა. რომლის დროსაც:
პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნით ღონისძიოებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯორჯაძემ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა და პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეებმა.