შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებს: 1. სადოქტორო პროგრამა; 2. პროგრამა პოსტსადოქტორო მკვლევარებისთვის 3. პროგრამა მკვლევარებისთვის.
აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია ქართველი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. აპლიკანტები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას ან შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთ ოფიციალურ ენას. განაცხადის მიღების საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2014 წლის 28 ნოემბერი.
აღნიშნული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.sbfi.admin.ch/themen/01366/01380/02175/02245/index.html?lang=en
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ უშუალოდ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს თბილისში: ტელ: (+995 32) 2 75 30 01/02 ან დაუკავშირდნენ საელჩოს წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tea.manjavidze@eda.admin.ch