მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით. ცენტრი სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებ-გვერდზე: www.tpdc.ge.
პროგრამის მიზანი
პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.
საქართველოში საჯარო სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა, დედაქალაქში სწავლობს იგი, თუ მაღალმთიანი რაიონის რომელიმე სოფელში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. განსაკუთრებულ ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ რეგიონის ის სკოლები, სადაც კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტია და მოსახლეობა ვერ იღებს შესაბამის განათლებას. ასეთ ადგილებში მოსახლეობა ტენდენციურად ტოვებს სოფლებს და განათლების მისაღებად მიდის ქალაქში.
სამუშაოს აღწერა
შერჩეული კადრების განაწილებას სკოლებში ახორციელებს სსიპ. „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ საჭიროებიდან გამომდინარე. სკოლაში მივლინებული კონსულტანტ-მასწავლებელი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ერთი მხრივ, ასწავლის შესაბამის საგანს, მეორე მხრივ, ზრუნავს, როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე.
მასწავლებელი, სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და სკოლაში კონკრეტული საგნის სწავლების პრობლემატიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას. ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს მოამზადებებს ანგარიშს, ხოლო სასწავლო წლის დასასრულს - მასწავლებლის პროფესიულ პორტფოლიოს, სწავლების პროცესის მიმდინარეობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების შესახებ. მასწავლებელმა სწავლების დროს უნდა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდიკა. კონსულტანტ-მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება, მუდმივად მიიღოს ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამების და ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიაში არსებული სიახლეების შესახებ, რომელიც პერიოდულად უნდა გააცნოს თავის კოლეგებსა და მოსწავლეებს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სკოლაში სიახლეების დანერგვას.
პედაგოგთა მიღება ცხადდება შემდეგ დისციპლინებში:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ზოგადი პროფესიული კომპეტენციები:
* უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ მასწავლებლის სერტიფიკატს შესაბამის საგანში და გააჩნიათ პედაგოგიური გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
ანგარიშგება
კონსულტანტ-მასწავლებელი ანგარიშვალდებულია სკოლის დირექციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წინაშე.
ხელშეკრულების ხანგრძლივობა და პირობები
შერჩეულ კანდიდატთა სკოლებში განაწილებას ახორციელებს ცენტრი. შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2014-2015 სასწავლო წლის ვადით. კონსულტანტ-მასწავლებელი ხელშეკრულების ვადის შესაბამისად მიიღებს სკოლის ხელფასზე დანამატს - 400 ლარიდან 1000 ლარამდე. კონსულტანტ-მასწავლებლის დანამატის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებული ადგილიდან.
განაცხადების წარდგენა/რეგისტრაცია
დაინტერესებულმა პირებმა თავდაპირველად უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით: www.tpdc.ge/teachers_registration
კონკურსი ითვალისწინებს შერჩევის სამ ეტაპს:
I ეტაპი - შემოსული განაცხადების განხილვა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
II ეტაპი - ტესტირება საგანსა და პედაგოგიურ უნარებში;
III ეტაპი - გასაუბრება
*სერტიფიცირებული მასწავლებლები არ გაივლიან შერჩევის მეორე ეტაპს. ისინი პირდაპირ მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
ტესტირება და გასაუბრება გაიმართება თბილისში.
მოთხოვნის საფუძველზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
მისამართი: თბილისი, 0167, გმირ კურსანტთა ქ. #1
ტელ.: 2 200220 (4964)
ელ-ფოსტა: nmaisuradze@tpdc.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მაისურაძე
განცხადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2014 წლის 4 სექტემბერი.