ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეები თოთხმეტი წელია წარმატებით ახორციელებენ განათლების პროექტს საქართველოს რეგიონებში. კონკურსში შერჩეული სკოლები ამერიკელ ინგლისური ენის მასწავლებელთან იმუშავებენ 2015-2017 სასწავლო წლების განმავლობაში, ინგლისური ენის სწავლების დონისა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი (დუისის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გამოკლებით), მცხეთა-მთიანეთი (ყაზბეგის გამოკლებით), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო (ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის გამოკლებით), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.
თუ თქვენი სკოლა არის ზემოთ აღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 26 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2015-2017 აკადემიურ წლებში გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა (ინგლისურ ენაზე), მასპინძელი ოჯახის განაცხადები (ქართულ ენაზე) და ფორმები მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #29ა, თბილისი, 0160 ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე education@ge.peacecorps.gov
მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში. მოხალისის მოთხოვნის ფორმების ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ვებგვერდიდან: http://georgia.peacecorps.acsitefactory.com/media/931#overlay-context=user
სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 20 ოქტომბერი, 2014 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით განათლების პროგრამის ხელმძღვანელებს: ასმათ სიხარულიძეს (აღმოსავლეთი) ან თეო ნეფარიძეს (დასავლეთი) ტელეფონი: (0 32) 224 12 24; ფაქსი: (032) 239 91 06