სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელექტრო ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელექტრო ენერგიით ამარაგებს 1 000 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
კომპანიაში, საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში დასაქმებულია 5000-ზე მეტი ადამიანი.
პროექტის მიზანი:
საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ე.წ. სასათბურე პირობების შექმნა, როდესაც მათ გაუჩნდებათ მოტივაცია მიიღონ პროფესიული განათლება რაც, თავის მხრივ იქნება სს "ენერგო-პრო ჯორჯიაში" მათი დასაქმების და შემდგომი კარიერული ზრდის საწინდარი
პროექტში ჩართვის გზები:
საგრანტო კონკურსის პირობები:
კანდიდატმა უნდა მოიპოვოს პროფესიული სტუდენტის სტატუსი შემდეგ სპეციალობებზე:
- ელექტრიკოსი
- შემდუღებელი
- სხვა მიახლოებული პროფესია
აღნიშნულ პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ ქვემოთ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებები. შესაბამისად, კანდიდატი უნდა ჩაირიცხოს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა გაიაროს ქვემოთ მითითებულ, რომელიმე საგანამანთლებლო დაწესებულებაში:
კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" დაუნიშნავს მათ სტიპენდიას, თვეში 150 ლარის ოდენობით, სწავლების მთლიანი პერიოდის განმავლობაში (სწავლების საშუალო პერიოდი - 10 თვე)
სწავლების პერიოდის დასრულების შემდგომ, ან სწავლების ბოლო ეტაპზე, სტუდენტები გაივლიან 1-3 თვიან პრაქტიკას/სტაჟირებას სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” შესაბამისი რეგიონების მომსახურების ცენტრებში. სტაჟირების პროცესის დასრულების შემდგომ, მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 20/10/2014 - ის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ანკეტა და სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.eg@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს “ენერგო-პრო ჯორჯია”- ს შემდეგ მისამართებზე:
საკონტაქტო პირი - გიორგი ტრაპაიძე, ტელ. 377353060
საკონტაქტო პირი - ლილი ოყროშიძე, ტელ. 577352020
საკონტაქტო პირი - თამარ ხუჯაძე, ტელ. 577356010